სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენთა წარმატება სამჭიდში

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენთა წარმატება სამჭიდში

2018 წლის 23-25 თებერვალს, ქალაქ თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ,,Iron eurazia" ძალისმიერ სამჭიდსა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში.

ტურნირში  მონაწილეობა მიიღო 8 ქვეყნის წარმომადგენელმა  200-დე სპორტსმენმა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს და ასახელეს საკუთარი უნივერსიტეტი.

პირველი ადგილი სხვადასხვა  კატეგორიებში დაიკავეს: გიორგი მეტივიშვილმა (110 კგ)ბექა მახათაძემ, ( 67, 5 კგ), ზურაბ დოლაბერიძე  (82.5 კგ), გიგაკოპალეიშვილმა (75 კგ),  ნანა სხილაძე(82, 5 კგ), დემურთოთლაძე  (60 კგ), მეორე ადგილზე გავიდა: პავლელაღაძიშვილი (82.5  კგ).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს საკუთარ  სტუდენტებს აღნიშნულ წარმატებას!