სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება „უნივერსიადა 2016“–ზე

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება „უნივერსიადა 2016“–ზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს  საქართველოს აკრედიტებულ  უმაღლეს  სასწავლებლებს შორის ჩატარებულ „უნივერსიადა 2016“ ში და მედლების რაოდენობის მიხედვით საპატიო მეორე ადგილი დაიკავეს.  

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა სპორტის სახეობებში: შვიდკაცა რაგბი, ბადმინტონი, ცურვა, სამბო, ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, კლდეზე ცოცვა, ქვიშის ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, სროლა, წოლჭიმი, მკლავჭიდი –ჯამში  20 მედალი მოიპოვეს, აქედან: 5 –ოქრო, 7  –ვერცხლი და  8–ბრინჯაო.

ვულოცავთ,  ჩვენს სტუდენტებს  ღირსეულ გამარჯვებას!!! 

იხილეთ: