სამსუნის (თურქეთი) ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ალი ჰეიდარ შაჰინოღლუ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს

სამსუნის (თურქეთი) ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ალი ჰეიდარ შაჰინოღლუ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს

2012 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას შეხვდა სამსუნის (თურქეთი) ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ალი ჰეიდარ შაჰინოღლუ.

შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის ვიცე-რექტორი,პროფესორი დავით ჭავჭანიძე, რექტორის მოადგილეები, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და გიორგი აბესაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, სამსუნის ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ვიცე–დეკანი, პროფესორი ფაკურ ბაგირისი და მედიცინის ფაკულტეტის ვიცე–დეკანი, პროფესორი ჰასი ომერ ტონტუსი, ამავე უნივერსიტეტის ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი ბუნიამის შაჰინი, ფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ერდალ აგარი, კარდიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი შერკან იუკსელი და დერმატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ეშრა პანსარ იუკსელი.

     

შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგებს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, რომლის შედეგად თსსუ–ის რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა და რეზიდენტმა კლინიკური მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მიიღო სამსუნის ონდოკუზ მაის უნივერსიტეტში.

შეხვედრის დასასრულს, ადმინისტრაციულ კორპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ალი ჰეიდარ შაჰინოღლუს მიენიჭა თსსუ–ის „საპატიო დოქტორის“ წოდება.

თურქმა კოლეგებმა თსსუ–ის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს გულთბილი დახვედრისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში ონდუკუზ მაის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის კიდევ უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და ხანგრძლივი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.