სამხრეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი თსსუ-ში

სამხრეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი თსსუ-ში

2019 წლის 2 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მოლეკულურ და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტს ეწვია სამხრეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, სიმსივნის ტრანსლაციური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტარგეტული თერაპიის ცენტრის დირექტორი ი. რობინსონი. მან წაიკითხა ლექცია თემაზე: სიმსივნის მეტასტაზების ინჰიბირება და წამლის მიმართ რეზისტენტობის პრობლემის აღმოფხვრა CDK 8/19 -ის ინჰიბიტორების საშუალებით.

ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამდიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. 

ლექციამ  დიდი დაინტერესება გამოიწვია. მისი დასრულების შემდეგ პროფესორმა რობინსონმა უპასუხა შეკითხვებს.