2024 წლის 20-24 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, პროექტის Erasmus+ KA171 ფარგლებში, ეწვია ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორი, ეპიდემიოლოგი ბაჰი ტაკუში.
ვიზიტის ფარგლებში, ესპანელმა პროფესორმა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის ფაკულტეტების საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი პროგრამების სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია: Minor Diseases, ხოლო სამაგისტრო პროგრამის “ეპიდემიოლოგია” სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის ჩაატარა პრაქტიკული სემინარები მეტა-ანალიზში სპეციალური, საავტორო პროგრამის გამოყენებით.
პროფესორმა ტაკუშმა თსსუ-ის ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებთან გამართა შეხვედრები რომელზეც მათთან ერთად განიხილა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.