საპატიო უკრაინელი სტუმრები სამედიცინო უნივერსიტეტში

საპატიო უკრაინელი სტუმრები სამედიცინო უნივერსიტეტში

2017 წლის 2- დან 5 ნოემბრის ჩათვლით,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ : უკრაინის ესთეტიკური სტომატოლოგიის აკადემიის დამფუძნებელი, პოლტავის სტომატოლოგიური  კლინიკა „სტუდია აპოლონიას „ კლინიკური ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორი სერგეი რადლინსკი და ,,სტუდია აპოლონიას“ სასწავლო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი ვერა რადლინსკა.

3 ნოემბერს  სერგეი რადლინსკიმ  წაიკითხა  საჯარო ლექცია -,,კბილთა და რესტავრაციათა ბიომექანიკა: კბილთა დეფორმაციის მიზეზები და მათი კორექციის რეალური გზები“.

ლექცია გამიზნული იყო თსსუ–ის სტუდენტების,   რეზიდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისთვის.  ლექციისადმი დიდი ინტერესის გამო მას  ასევე დაესწრნენ  სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკების ექიმები, კლინიკების ხელმძღვანელები და  თსსუ–ის პროფესორ–მასწავლებლები.

ლექციაზე მისულ  მრავალრიცხოვან აუდიტორიას მიესალმა და საპატიო უკრაინელი სტუმარი წარუდგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის თავმჯდომარემ,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ხელმძღვანელმა , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა , პროფესორმა მარინა მამალაძე.  

პროფესორ მარინა მამალაძის მისალმების შემდგომ, თავად სერგეი რადლინსკი მიესალმა შეკრებილ საზოგადოებას, აღნიშნა დიდი სიყვარული საქართველოსადმი და ქართველი კოლეგებისადმი, სამედიცინო უნივერსიტეტისადმი.  ნიშნად დიდი პატივისცემისა,  ბატონმა სერგეი რადლინსკიმ  სამახსოვრო საჩუქრები გადასცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

ბატონმა სერგეი რადლინსკიმ გააკეთა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, შემდეგ საკითხებზე:  კბილის ფორმა და ფუნქცია - თითოეული კბილის სასიცოცხლო აქტივობის ორი მხარე, კბილის და კბილის ქსოვილების ანატომიური და ჰისტოლოგიური სტრუქტურა, კბილების ბუნებრივი დეფორმაციები,  კბილების ეფექტის გადაჭარბებული დეფორმაციები, ბრუქსიზმი, აბსტრაქცია, აღდგენილი კბილის დიზაინი, როგორც ტრიუმფის კომპლექსი, დაგეგმარება,  რიგი ბუნებრივი დეფორმაციების განვითარება, სიცოცხლის ხანგრძლივობა,  კბილის აღდგენა, ბიომექანიკური შეფასება.

სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ,სტუდია აპოლონიას“ სასწავლო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი   ვერა რადლინსკა შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს,   თსსუ–ის სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებს და გაუზიარა საკუთარი  გამოცდილება დიპლომისშემდგომი გადამზადების მოკლევადიანი კურსების, მასტერ კლასების და ვორქშოფების ჩატარების თაობაზე.