საქართველო თამბაქოს გარეშე

საქართველო თამბაქოს გარეშე

2013 წლის  29 მარტს, საქართველოში აღინიშნა დღე – ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  შეუერთდა.  
თსსუ-ის სტუდენტურმა  თვითმმართველობამ სტუდენტებისთვის წამახალისებელი ფოტოკონკურსი ჩაატარა, რომელიც მიეძღვნა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს შექმნას და თამბაქოს  ზეგავლენის  შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. თსსუ–ის პირველი სასწავლო კორპუსის “ცისფერ დარბაზში“  ფოტოკონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება და მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ჩემი ბოლო სიგარეტის ღერი" ჩვენება შედგა. გამოვლინდნენ   გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: “ჟიურის რჩეული” და  “ხალხის სიმპათია”.

ნომინაცია „ხალხის სიმპათია“ მოიპოვეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა: სანდრო მეგრელიშვილმა და ვახო გუმბერიძემ, ხოლო “ჟიურის რჩეული” გახდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი - მოჰამედ ნიაზი.