2018 წლის 30 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდა პედიატრთა ასოციაციის (ს.ა.პ.ა-ს) მიერ ორგანიზებული მეორე ტრენინგ-კურსი შემდეგ საკითხზე – ელექტროკარდიოგრაფიული განხრები და ეკგ-ს გაშიფვრისთვის საჭირო ძირითადი პრინციპები.
კურსის ფარგლებში ტრენერი იყო: ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა კარდიოქირურგიის ცენტრის უმცროსი ექიმი-კარდიოლოგი ხათუნა ლობჯანიძე.
ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები.