საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის წევრი გახდა

2024 წლის 30 აპრილს, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციამ კვლავ მოიპოვა ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის წევრობა. 

ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის ეგიდით ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში გაიმართა 67-ე გენერალური ასამბლეა, სადაც ჩვენს ქვეყანას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას წარმოადგენდნენ თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები: საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლიზი თომაძე და საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა, ასოციაციის გენერალური მდივანი სალომე შალიკაშვილი, რომლებმაც ასამბლეაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.

საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა 67-ე გენერალურ ასამბლეაზე გატანილი სხვადასხვა საკითხების განხილვაშიც მიიღეს მონაწილეობა, ასევე, დაესწრნენ სიმპოზიუმს, სადაც მომხსენებლებმა მკაფიოდ გაუსვეს ხაზი ფარმაცევტის როლსა და მის პოტენციალზე.

„ახლა გვაქვს შესაძლებლობა, ახალი სტანდარტებითა და ხედვებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპის ფარმაცევტულ სტუდენტთა ასოციაციასთან, სხვადასხვა შემეცნებითი პროექტებით“, - განაცხადა თსსუ-ის სტუდენმა, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლიზი თომაძემ.