საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2016 წლის 5 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი  ალექსანდრე ჯეჯელავა. ის შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, კანცლერს, პროფესორ ზურაბ ორჯონიკიძეს,  ვიცე-რექტორებს: პროფესორ ხათუნა თოდაძეს და პროფესორ რიმა ბერიაშვილს, ადმინისტრაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

შეხვედრა საინფორმაციო-გაცნობითი  ხასიათისა  იყო.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  მინისტრს გააცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე, ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის დაწესებულ  მაღალ ბარიერზე და მიუხედავად ამისა, კონკურსის მაღალ მაჩვენებელზე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ რიცხვზე და უცხოეთიდან აქ სწავლის მსურველთა მზარდ მოტივაციაზე.

ალექსანდრე ჯეჯელავამ  აღნიშნა, რომ თსსუ-ის მიღწევები თვალსაჩინოა და ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო საკუთარი ხედვა განათლების სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის უმღლესი სასწავლებლების სრულ, ან ნაწილობრივ საერთაშორისო აკრედიტაციაზე,, სტუდენტური ქალაქის მშენებლობის აუცილებლობაზე და online- სწავლების დანერგვაზე. ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.