საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2015 წლის 13 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ეწვია. მინისტრს შეხვდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. ისაუბრეს იმ პერსპექტივებზე, რაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას მოჰყვება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენს უნივერსიტეტთან აქამდეც ჰქონდათ ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ უნივერსიტეტის სახელით განაცხადა, რომ ჩვენთვის დიდი პატივია ამ მემორანდუმის გაფორმება და მზად ვართ არაერთი მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის საჭირო პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად.