საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდულმა ასოციაციამ ბიოლოგიის ოლიმპიადაში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა

საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდულმა ასოციაციამ ბიოლოგიის ოლიმპიადაში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა

საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის მიერ ორგანიზებული ბიოლოგიის ოლიმპიადა წარმატებით დასრულდა. ის რამდენიმე ეტაპიანი იყო და მოიცავდა სხვადასხვა სირთულის ტესტირებებს ბიოლოგიაში.

ოლიმპიადა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან 200-მდე მოსწავლემ. ფინალურ ტურში ასპარეზობდნენ საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები, რომლებიდანაც საუკეთესო ათეული დაჯილდოვდა 18 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე.

პირველი ადგილის მფლობელმა საჩუქრად პლანშეტი მიიღო, ხოლო დანარჩენ ფინალისტებს თსსუ- სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ერთი დღე გაატარეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მათ მოინახულესსიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტი (ფარმაციის ფაკულტეტი), სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეპარტამენტი. ამავე დღეს, მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს და აკადემიურ გარემოს

ასევე, ფინალისტებს შეხვდა თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, რომელმაც ჩაუტარა ინტერაქციული ლექცია ფარმაციის მიმართულებაზე, ისაუბრა ნანოტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე მედიცინაში და მეცნიერების უახლეს ტენდენციებზე.