საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის IX (რიგგარეშე) საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა

საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის IX (რიგგარეშე) საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა

   
   

2016 წლის 5 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ ჩატარდა საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის IX (რიგგარეშე) საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა.

ღონისძიების პრეზიდიუმს წარმოადგენდნენ:

პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი, პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტის მოადგილე ეთერი მათურელი, დარგობრივი პროფკავშირის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე შალვა მამულაძე,  მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ირაკლი ამირანაშვილი, მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის გენერალური მდივანი იროდიონ ტყეშელაშვილი.

საანგარიშო–საარჩევნო ყრილობას ესწრებოდნენ:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და ყრილობის საპატიო დელეგატები.

შეხვედრისას წარმოადგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

  • „საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის შემაჯამებელი ანგარიში  (2013–2015 წლები)“ – მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ირაკლი ამირანაშვილი;
  • „საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის საკონტროლო–სარევიზიო კომისიის საკონტროლო ანგარიში   (2013–2015 წლები)“ – საკონტროლო–სარევიზიო კომისიის წევრი დალი აჩელაშვილი;
  • „საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის 2016–2020 წლებში სამოქმედო პროგრამის შესახებ“ – პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის IX (რიგგარეშე) საანგარიშო–საარჩევნო ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს:

  • საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი – პროფესორი ირაკლი ამირანაშვილი;
  • საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის ვიცე–პრეზიდენტი – დავით პავლიაშვილი;
  • საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის გენერალური მდივანი – იროდიონ ტყეშელაშვილი;
  • საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის საკონტროლო–სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი – დალი აჩელაშვილი.