„საქართველოს მეგობართა ჯგუფი დანიაში„ - ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

„საქართველოს მეგობართა ჯგუფი დანიაში„ - ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 17 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, შეხვდნენ “დანიის საქართველოს მეგობართა ჯგუფის” 15 – კაციან დელეგაციას, დოქტორ ტორბენ რავნის თავმჯდომარეობით...

2011 წელს, აღნიშნულმა ჯგუფმა გამოაგზავნა თსსუ–ში ჰუმანიტარული ტვირთი – სამედიცინო ინვენტარი, საოფისე ავეჯი. 2012 წელს ჰუმანიტარული ტვირთი თსსუ–ს კიდევ ერთხელ გადაეცემა, რის შესახებ დოქტორმა ტორბენმა თსსუ–ს რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას გადასცა დოკუმენტაცია.

სტუმრებმა დაათვალიერეს თსსუ–ის ადმინისტრაციული და სასწავლო კორპუსები, თსსუ-ის ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო მშენებარე კლინიკა.

ჯგუფმა თსსუ–სთან ურთიერთობა დაიწყო 2010 წელს, დანიაში მოღვაწე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ანი ქისტაურის და ზაზა უჯმაჯურიძის ინიციატივით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ურთიერთობის კოორდინატორია მედიცინის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ქისტაური.