საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ორგანიზებითა  და თსსუ-ის მხარდაჭერით თბილისში ნუტრიციოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ორგანიზებითა და თსსუ-ის მხარდაჭერით თბილისში ნუტრიციოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2022 წლის 19-20 მაისს თბილისში, სასტუმრო “რუმსში” ჩატარდა ნუტრიციოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ნუტრიციოლოგიის მნიშვნელობა დაავადების პრევენციაში - მიმდინარე საერთაშორისო კვლევები; გამოწვევები და  შესაძლებლობები საქართველოსთვის.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოება, ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებასთან ერთად.

ღონისძიების გახსნას თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში სპეციალურმა სტუმრებმა, ბრიტანელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები ნუტრიციოლოგიური მეცნიერების დარგში უახლესი კვლევების ტენდენციებზე და ნუტრიციოლოგიის როლზე თანამედროვე მედიცინაში.

კონფერენციის მხარდამჭერი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.