საქართველოს სოლიდარობის ფონდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს სოლიდარობის ფონდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 18 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია   საქართველოს სოლიდარობის ფონდის  აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში. მან უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად იყო წარმოდგენილი ფონდის საქმიანობა და მიზნები, ფონდისთვის შეწირულობის სხვადასხვა მოსახერხებელი ფორმები.

როგორც თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა,  უნივერსიტეტი დიდი სიამოვნებით ჩაერთვება ამ მნიშვნელოვან საქმეში და ისურვა, რომ საქართველოს სოლიდარობის ფონდის სლოგანის – „სიკეთე გადამდებია“ კვალდაკვალ, მთელ ქვეყანაში გავრცელდეს სიკეთის ეპიდემია.

მარიამ ჯაშის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები თითოეული დასაქმებულის მიერ შეწირული თუნდაც ერთი ლარი სრულად მოხსნის ქვეყანაში 22 წლამდე ასაკის ბავშვების ონკოლოგიური მკურნალობის, შშმ პირების, იშვიათი დაავადებების მკურნალობის დაფინანსებას. მეტიც, მოხერხდება ღარიბი ოჯახების ბავშვების დახმარებაც. ეს სამომავლო პერსპექტივაა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და სოლიდარობის ფონდმა გააფორმეს მემორანდუმი.

სურვილისემებრ შერჩეული თანხის (1 ლარი ან მეტი)  შეწირვა ფონდისთვის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია ნებაყოფლობით, საკუთარი განაცხადის საფუძველზე.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და წარადგინოთ კანცელარიაში.

საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიში

საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი გუნდის მიმართვა