საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თსსუ–ის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თსსუ–ის სტუდენტებს შეხვდა

2013 წლის 25 მარტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. შეხვედრას  ესწრებოდნენ: კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, რექტორის მოადგილეები – პროფესორი რიმა ბერიაშვილი და გია აბესაძე,  მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კახა ჭელიძე. სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ზაურ ფხალაძე, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მინისტრს და დამსწრე სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტის წინაშე არსებული უახლოესი და მნიშვნელოვანი გამოწვევები, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის დაგეგმილი სტუდენტური პროექტები.

მინისტრმა სტუდენტებს სამინისტროს სამომავლო გეგმები და პროექტები გააცნო, ისაუბრა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო შუამდგომლობას გაუწევს სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს სპორტულ კლუბებში სტაჟირებას.

დასასრულს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თსსუ–ის სტუდენტების   კითხვებს უპასუხა.