საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის სხდომა

საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის სხდომა

2017 წლის 30 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრის ეგიდით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა საქართველოს ტრავმატოლოგ- ორთოპედთა ასოციაციის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის კათედრის გამგე, პროფესორი თორნიკე ნოზაძე და საქართველოს სხვადასხვა კლინიკების ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული განყოფილების ხელმძღვანელები.

სხდომაზე განიხილეს მსხვილი სახსრების სახსარშიდა დაზიანებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (მომხსენებელი - თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ობგაიძე) და ჰეტეროტოპიკური ოსიფიკაცია, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (მომხსენებელი - თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ასისტენტ-პროფესორი ლევან ჩიკვატია).

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა რეგიონებში ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის  სხდომების ჩატარების საკითხები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის კათედრის რეზიდენტების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში.