საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების  ჩემპიონატი კალათბურთში

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჩემპიონატი კალათბურთში

2015 წლის 19 აპრილს  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო დარბაზში გაიმართა  ,,საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების  ჩემპიონატი კალათბურთში“, ნახევარფინალური მატჩი. ერთმანეთს შეხვდნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და  ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები, შეხვედრა თსსუ–ის გამარჯვებით 63–61 დასრულდა.

20 აპრილს სპორტულ კომპლექს არენაში ნახევალფინალური მატჩის მეორე გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა,  რომელიც 77–68 კვლავ თსსუ–ის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდი  მთელი ძალისხმევით ემზადება ფინალური შეხვედრისთვის.