საქართველოს “უნივერსიადა 2012”

საქართველოს “უნივერსიადა 2012”

2012 წლის 15 მაისიდან – 10 ივნისის ჩათვლით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ტარდება საქართველოს “უნივერსიადა 2012”.
 აღნიშნულ უნივერსიადაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 127 სტუდენტი მონაწილეობას იღებს სპორტის შემდეგ სახეობებში: ძიუდო, ბადმინტონი, ხელბურთი, ქართული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ტაეკვონდო, სამბო, კარატე, ჭადრაკი, მძლეოსნობა, ცურვა, მკლავჭიდი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, შვიდკაცა რაგბი, ფრენბურთი, ძალისმიერი სამჭიდი, ქუჩის კალათბურთი, სროლა, კრივი. 

15 მაისს საქართველოს “უნივერსიადა 2012”-ის პირველი შეხვედრა შედგა ძიუდოში, რომელშიც ოქროს მედალი +100კგ. წონითი კატეგორიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, II კურსის სტუდენტმა გიორგი კალაძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 81კგ. წონით კატეგორიაში ფიზიკური მედიცინისას და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, II კურსის სტუდენტმა მიხეილ სიმონიანმა.