საქველმოქმედო აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N.1 სტომატოლოგიურ კლინიკაში

საქველმოქმედო აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N.1 სტომატოლოგიურ კლინიკაში

   
   

2016  წლის 10 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N.1 სტომატოლოგიურ კლინიკაში (ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N.2) ჩატარდა წინა საშობაო–საახალწლო ჰუმანიტარული აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის მე–200–ე სკოლა–პანსიონის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე თხუთმეტმა მოსწავლემ.

აქციის ფარგლებში, მოზარდებს ჩაუტარდათ პირის ღრუს სანაცია, მიეცათ რჩევა-დარიგებები პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებით.
ქ. თბილისის მე–200–ე სკოლა–პანსიონის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდები, მათი მშობლები და ადმინისტრაცია მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N.1 სტომატოლოგიურ კლინიკას უანგარო სიკეთისა და გულისხმიერებისთვის.

საქველმოქმედო შინაარსის ღონისძიებები ტრადიციულად გაგრძელდება.