საქველმოქმედო აქცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის

საქველმოქმედო აქცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის

2018 წლის 28-29 ივლისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და ორგანიზაციას _ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი" შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში ჩატარდა მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება. ექიმ-სპეციალისტებთან მთლიანობაში 2000-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, დაენიშნათ და ჩაუტარდათ ინსტრუმენტული კვლევები (ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა).

აქციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შემდეგმა მიმართულებებმა: 

- თერაპია; 

- კარდიოლოგია; 

- ონკოლოგია (მამოლოგია);

- ნევროლოგია; 

- უროლოგია; 

- ენდოკრინოლოგია; 

- ოფთალმოლოგია; 

- ოტორინოლარინგოლოგია; 

- სისხლძარღვთა ქირურგია; 

- ალერგოლოგია; 

- შინაგანი მედიცინა (გასტროენტეროლოგია); 

- გინეკოლოგია; 

- ყბა-სახის ქირურგია; 

- რადიოლოგია;

- ანგიოქირურგია;

- პროქტოლოგია;

- ალერგოლოგია;

- ქირურგია.