საქველმოქმედო აქცია დედოფლისწყაროში

საქველმოქმედო აქცია დედოფლისწყაროში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას – ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, 2015 წლის 9 მაისს თსსუ-ის აკადემიურმა და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალმა დედოფლისწყაროში ჩაატარეს საქველმოქმედო აქცია.

აქციის ფარგლებში განხორციელდა დედოფლისწყაროს და მუნიციპალიტეტის 11 სოფლის მოზრდილი მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება.

სამედიცინო შემოწმება გაიარა 150-ზე მეტმა ადამიანმა, ექიმ-სპეცილისტებთან განხორციელდა 460-ზე მეტი ვიზიტი.

პაციენტებს ჩაუტარდათ ელექტრო–კარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა: დავით ქოჩიაშვილმა, ავთანდილ ისაკაძემ, ნინო ცისკარიშვილმა, თამარ სარალიძემ, ნინელი ნინუამ და თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალმა და თსსუ-ის რეზიდენტებმა: ნაია ამირანაშვილმა (კარდიოლოგი), ესმა ჯამასპიშვილმა (ენდოკრინოლოგი), ზურაბ მანიჟაშვილმა (ქირურგი), გიორგი შანშიაშვილმა (ქირურგი), მინდია ბაბალაშვილმა (უროლოგი), ზაზა მაჭავარიანმა (ყბა-სახის ქირურგი), ნინო დათუნიშვილმა (ოტორინოლარინგოლოგი), მაკა მარტინენკომ (ექოსკოპისტი), რევაზ სულავამ (ტრავმატოლოგი), ნინო შუბლაძემ (ნევროლოგი), შიო ჩიტიაშვილმა (რეზიდენტი), მალხაზ მთვარიაშვილმა (რეზიდენტი) და ლევან მიქელაძემ (რეზიდენტი).

ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლაშა აბესაძე.