საქველმოქმედო აქცია ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის

საქველმოქმედო აქცია ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის

   
   

2017 წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას „ ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის.  
სულ სამედიცინო შემოწმება გაიარა 150-მდე  ადამიანმა, ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 500-მდე ვიზიტი.


პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში დაენიშნათ და ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შემდეგმა  მიმართულებებმა:

თერაპია, გასტროენტეროლოგია, ქირურგია,  ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია,  ოტორინოლარინგოლოგია,  ნევროლოგია,  ყბა-სახის ქირურგია,  გინეკოლოგია,  ტრავმატოლოგია,  სისხლძარღვთა ქირურგია,  მეან-გინეკოლოგია, მამოლოგია, პროქტოლოგია, უროლოგია, ენდოკრინოლოგია, ნეიროქირურგია, ალერგოლოგია,  რევმატოლოგია და რადიოლოგია.

აქციას ესწრებოდნენ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე, კლინიკური დირექტორი ციცო გუგავა და ხარისხის სამსახურის უფროსი ნანა ჯიოევა.