საქველმოქმედო კონცერტი თსსუ-ში

საქველმოქმედო კონცერტი თსსუ-ში

2020 წლის 16 იანვარს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,თეატრალურ დარბაზში“  ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი-აქცია. ღონისძიების მიზანს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის მარიამ იორამაშვილის  დედის, ნინო ფრანგულაშვილის დახმარება წარმოადგენდა.  

ნინო ფრანგულაშვილს რამდენიმე წლის წინ აღმოაჩნდა მძიმე დაავადება -კარდიომიოპათია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და უკვე კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.  მკურნალობა მედიკამენტოზური საშუალებებით შეუძლებელია, ქალბატონი ნინო დაუყოვნებლივ   ოპერაციულ ჩარევასა და გულის  ტრანსპლანტაციას საჭიროებს, რომლის ფინანსური  სახსრები ოჯახს არ გააჩნია.  

საღამოს ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც ღონისძიებაზე წარმოადგინეს ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, თანამედროვე და პოპულარული სიმღერები, ქართველ პოეტთა ლექსები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საქველმოქმედო კონცერტის მსვლელობისას გამოცხადდა საბანკო ანგარიშები რომლებზეც  შემოწირულობის შეგროვება კვლავ მიმდინარეობს: 

თიბისი ბანკი: #GE02TB7151945063300002

საქართველოს ბანკი : #GE08BG0000000043827400

ლიბერთი ბანკი: #GE83LB0711135174358000


შემოსული თანხა გადაირიცხება ნინო ფრანგულაშვილის გადასარჩენად შექმნილ ფონდში.