საქველმოქმედო კონცერტი „დავინახოთ ადამიანები შესაძლებლობებს მიღმა“

საქველმოქმედო კონცერტი „დავინახოთ ადამიანები შესაძლებლობებს მიღმა“

2013 წლის 5 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებითა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის მხარდაჭერით , უნივერსიტეტის “წითელ დარბაზში”  ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი „დავინახოთ ადამიანები შესაძლებლობებს მიღმა“.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ:  N.202 უსინათლოთა საჯარო სკოლის და N.203 ყრუ–მუნჯთა სკოლა პანსიონის მოსწავლეები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კვარტეტი და უსინათლო მომღერლები.

კონცერტს ესწრებოდა თსსუ–ის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.

ღონისძიებიდან  შემოსული თანხა გადაერიცხა  ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდს.