სარეაბილიტაციო ცენტრ „ევრომედის“ დირექტორი რიშარდ კოვალჩიკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სარეაბილიტაციო ცენტრ „ევრომედის“ დირექტორი რიშარდ კოვალჩიკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 11 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ სარეაბილიტაციო ცენტრ „ევრომედის“ დირექტორი რიშარდ კოვალჩიკი (პოლონეთი), სარეაბილიტაციო ცენტრის „ევრომედის“ კოორდინატორი საქართველოში ვალერიან გერსამია და ორთოპედ-ტრავმატოლოგი ნიკა ხუნჯგურუა. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია.

სტუმრები გაეცნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურას, წარადგინეს პოლონეთში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი „ევრომედი“. მათ ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. დაისახა სამომავლო გეგმები.