2024 წლის 20-25 ოქტომბერს, Erasmus+ KA 171 კრედიტ-მობილობის პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია სასარის უნივერსიტეტის დელეგაცია.
სასარის უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბიოსამედიცინო დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი, ნეიროფიზიოლოგი, პროფესორი ფრანჩესკა ჯინატემპო; ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი, კლინიკური მიკრობიოლოგი, პროფესორი ვალენტინა მარგარიტა და ბიოსამედიცინო დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი, გენეტიკოსი, პროფესორი ვალერია ლოდე.
იტალიელმა პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის წაიკითხეს ლექციები: ,,ადამიანის მემკვიდრული დაავადებები და გენის ექსპრესიის რეგულაცია არამაკოდირებელი რნმ-ის მიერ’’- პროფესორი ვალერია ლოდე; ,,საშოს მიკროფლორა და მისი ცვალებადობა ვაგინიტების დროს“ - პროფესორი ვალენტინა მარგარიტა; ,, ადამიანის ემოციების ზეგავლენა მოტორიკაზე“ - პროფესორი ფრანჩესკა ჯინატემპო.
ვიზიტის ფარგლებში სასარის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ: თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს, კანცლერს ბატონ ალექსანდრე ბუაჩიძეს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს, პროფესორ ეკა ეკალაძეს, ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ირინე კვაჭაძეს, გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ თინათინ ტყემალაძეს, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ თამარ დიდბარიძეს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ არჩილ უნდილაშვილს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, ასოცირებულ პროფესორ თინათინ კილასონიას, Erasmus+ ინსტიტუციურ კოორდინატორს ნინო კანდელაკს. შეხვედრებზე დაიგეგმა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.