სასარის უნივერსიტეტის (იტალია)  პროფესორი თსსუ-ში

სასარის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სასარის უნივერსიტეტის (იტალია)  პროფესორს, ბატონ ანჯელო სკუტერის, რომელიც  თსსუ-ს,  Erasmus + საერთიაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში , 1 მაისს ეწვია.

პროფესორმა სკუტერიმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტსა და  საზოგადოებრივი ჯანდაცვის,მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში, 1 და 2 მაისს, საჯარო ლექციები წაიკითხა. თემებზე  -  "სიმსუქნე: ბუნება ბუნების წინააღმდეგ"  და  "კომპლექსური სამედიცინო პრობლემების მქონე ხანდაზმული ინდივიდები ჰიპერტენზიით".

ლექციებს სტუდენტები და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. პროფესორ სკუტერის თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ლექციის ბოლოს  გაიმართა დისკუსია.