სასარის უნივერსიტეტის  (იტალია) პროფესორი ეგლე პატრიცია მილიას ვიზიტი თსსუ-ში

სასარის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორი ეგლე პატრიცია მილიას ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ერაზმუს + საერთაშორისო მობილობის ფარგლებში ესტუმრა  სასარის უნივერსიტეტის  (იტალია) პროფესორი ეგლე პატრიცია მილია. პროფესორი  მილია 2018 წლის 24 სექტემბერს  თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში იმყოფებოდა, დაათვალიერა ოდონტოლოგიის დეპარტამენტი, გაეცნო სასწავლო პროცესს, გაესაუბრა აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და რეზიდენტებს. 

25 სექტემბერს აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის სალექციო აუდიტორიაში წაიკითხა ლექციები თემაზე: ინფორმაცია სასარის უნივერსიტეტის და ერაზმუს + ჩართულობის შესახებ; ღიმილი და მისი კორექცია ესთეტიკურ სტომატოლოგიაში. დღის ბოლოს პროფესორი დაესწრო თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა მამალაძის საჯარო ლექციას: „კბილთა ტრავმული დაზიანებებისა და მასთან დაკავშირებული ესთეტიკური პრობლემების რაციონალური მართვა“.