სასტუმრო „ Holiday  Inn“-ში,  ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „IWA“ ჯორჯიამ  (IWAG) გამართა საანგარიშო შეხვედრა

სასტუმრო „ Holiday Inn“-ში, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „IWA“ ჯორჯიამ (IWAG) გამართა საანგარიშო შეხვედრა

მიმდინარე წლის  5 აპრილს, სასტუმრო „ Holiday  Inn“-ში, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „IWA“ ჯორჯიამ  (IWAG) გამართა საანგარიშო შეხვედრა.
ეს ორგანიზაცია აფინანსებს საქართველოში სხვადასხვა სოციალურ პროექტს. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები არიან საქართველოში მცხოვრები ქართველი ქალაბტონები და   სხვადასხვა ქვეყნის ელჩის მეუღლეები.
ორგანიზაციის პრეზიდენტია თურქეთის ელჩის მეუღლე - სიმაი გუმრუქჩუ, ვიცე პრეზიდენტია შვეიცარიის ელჩის მეუღლე - ბარბარა კოჰლერი, დამფუძნებელი გახლავთ ქალაბტონი ნანა დვალი.

ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, ფრიად  სასიამოვნო ფაქტი გახლდათ ის, რომ მასში მონაწილეობა, ორგანიზატორების თხოვნით, მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა გოგონათა ანსამბლმა „დეკა“-მ, რომლის ხელმძღვანელია ბატონი დავით რატიანი.
გოგონების გამოსვლამ აღაფრთოვანა მაყურებელი.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა და სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, მის სტუდენტებს ასეთი დახმარებისათვის  და გამოითქვა თანამშრომლობის დიდი სურვილი თსსუ -ის შემოქმედებით ჯგუფებთან და  ანსამბლებთან.
მონაწილეებს გადაეცათ  სამახსოვრო საჩუქრები.