სასწავლო-შემეცნებითი დებატები ბიოეთიკის აქტუალურ საკითხებზე

სასწავლო-შემეცნებითი დებატები ბიოეთიკის აქტუალურ საკითხებზე

სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტების მოტივაციის ამაღლების მიზნით, თსსუ-ის ბიოეთიკის დეპარტამენტში ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამის მეოთხე ჯგუფის სტუდენტებმა დებატები გამართეს. აღნიშნულ დეპარტამენტში მსგავსი შემეცნებითი და განმავითარებელი აქტივობები - ღია სემინარები, დებატების დღეები და სტუდენტური კონფერენციები პერიოდულად იმართება.

დებატების ფარგლებში განხილული იყო ბიოეთიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის სუროგაცია, ევთანაზიის ლეგალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მანდატორული და ნებაყოფლობითი დონაცია, კვლევის ეთიკა, საზოგადოებრივი სარგებელი. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა კონკრეტული თემა, დისკუსიებში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები, დეპარტამენტის პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სხვადასხვა ჯგუფის სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ცოდნისა და მოსაზრებების გაცვლას და მონაწილეთა მოტივაციის გაზრდას ბიოეთიკის საკითხების სიღრმისეულად შესწავლის მიმართულებით. 

აქტივობის ფარგლებში მონაწილეები უკეთ გაეცნენ ერთმანეთის სამუშაო მეთოდებს, გაამყარეს სწავლების ინტეგრირებული მიდგომები და გამოიკვეთა სილაბუსების განვითარების საჭიროება, მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით ბიოეთიკური თემების მზარდი აქტუალობის გათვალისწინებით.