სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ოფიციალური ვიზიტი ინდოეთში

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ოფიციალური ვიზიტი ინდოეთში

2012 წლის 17-25 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ინდოეთში.
ვიზიტი შედგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინდოეთის საგანმანათლებლო–საკონსულტაციო ორგანიზაციას (The Overseas Educational Promoters "OM" Consultants) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.

ვიზიტის ძირითადი მიზანს წარმოადგენდა უცხოელ სტუდენტთა მოზიდვა, რაც უნივერსიტეტის ერთ–ერთი ძირითადი სტრატეგიაა და მის საერთაშორისო აღიარებას განაპირობებს.

ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა სარეკლამო ხასიათის სემინარები და შეხვედრები ქალაქებში: ჩენაი, კალიკუტი, ტრიჩური, კოტეიამი, დელი, ჯაიპური, სადაც ინდოეთის მოქალაქეებს, პრეზენტაციების და ვიდეო–მასალების გამოყენებით, მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდათ, როგორც საქართველოს შესახებ, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თითქმის საუკუნოვანი ტრადიციების შესახებ. ინტენსიური შეხვედრების შედეგად, ინდოეთის მრავალმა მოქალაქემ უკვე გააკეთეს ოფიციალური განაცხადი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის.

პარალელურად შეხვედრები ჩატარდა იმ სტუდენტების მშობლებთან, რომლებიც ამჟამად სწავლობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.