საზაფხულო სტაჟირება იენის სამედიცინო უნივერსიტეტში

საზაფხულო სტაჟირება იენის სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 22 ივლისიდან 18 სექტემბრამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და იენის (გერმანია) უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები:მარიამ ჭყონია, დეა ინორიძე, დავით თევზაძე, სოფიკო ჯანაშია და გიგა მეგრელაძე საექთნო პრაქტიკის გასავლელად იმყოფებოდნენ ფრიდრიხ შილერის საუნივერსიტეტო კლინიკის შემდეგ დეპარტამენტებში: დერმატო-ვენეროლოგია, ოფთალმოლოგია, ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია.

   

 სტუდენტები მონაწილეობდნენ პაციენტთა მიღებაში, მათთვის მკურნალობის შერჩევაში, სხვადასხვა სახის ოპერაციებში, ავსებდნენ დოკუმენტებს გერმანულ ენაზე,  ესწრებოდნენ სხვადასხვა ინვაზიურ და არაინვაზიურ პროცედურებს. 

პრაქტიკის ბოლოს ყველა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი, რომელშიც დადებითადაა შეფასებული მათი, როგორც თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევები, აგრეთვე   გერმანული ენის ცოდნა.