საზაფხულო სტაჟირება ქალაქ ხარკოვში (უკრაინა)

საზაფხულო სტაჟირება ქალაქ ხარკოვში (უკრაინა)

2013 წლის 26 ივლისიდან  15 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 40–მა სტუდენტმა საზაფხულო სტაჟირება გაიარა ხარკოვის  დიპლომისშემდგომი  სწავლების სამედიცინო აკადემიის კლინიკურ ბაზაზე, რომლის ხელმძღვანელიც უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ლალი ხუციშვილი იყო.

სტაჟირების პირველივე დღეს  სტუდენტთა ჯგუფს შეხვდა ხარკოვის სამედიცინო აკადემიის  რექტორი, პროფესორი ალექსანდრე ხვისიუკი, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა აკადემიის ტრადიციებსა და სამედიცინო მიღწევებზე.

სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობდა სამედიცინო აკადემიის დაქვემდებარებაში არსებულ კლინიკური ბაზების შემდეგ კათედრებზე: კლინიკური უნარ–ჩვევების, თერაპიისა და ნეფროლოგიის, კარდიოლოგიისა და ფუნქციური დიაგნოსტიკის, ზოგადი ქირურგიისა და პროქტოლოგიის, თორაკო–აბდომინალური ქირურგიის, მეან–გინეკოლოგიის და აგრეთვე ქალაქის ცენტრალურ პროზექტურაში.

საზაფხულო სტაჟირებისას  არანაკლები ყურადღება დაეთმო  კულტურულ მხარესაც. თსსუ–ის სტუდენტებმა დაათვალიერეს ქალაქის მუზეუმები და ღირსშესანიშნაობანი.  აკადემიის ხელშეწყობით  განხორციელდა  ექსკურსია კიევში, სვიატიგორსკსა და იზიუმში.

სასწავლო კურსის დასასრულს პროგრამის მონაწილეებს  შეხვდა და შესაბამისი  სერტიფიკატები გადასცა ხარკოვის  დიპლომისშემდგომი  სწავლების სამედიცინო  აკადემიის პრორექტორმა, პროფესორმა ვლადიმერ კარპენკომ. სტუდენტებს შეხვდნენ აკადემიის  ადმინისტაციული და აკადემიური პერსონალი,  რომლებმაც დადებითი დამოკიდებულება  გამოხატეს პროგრამის მონაწილეების მიმართ და წარმატებები  უსურვეს მომავალ საექიმო საქმიანობაში.

აკადემიის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ხვისიუკმა მადლობის წერილი გადმოსცა თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ  ვადაჭკორიას აქტიური თანამშრომლობისათვის და უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

მადლობის წერილი

პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა სია

კლინიკურ ორდინატურაზე მიწვეული კურსდამთავრებულთა სია