საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

   
   

2017 წლის 27 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა.

საზეიმო ცერემონია გახსნა და კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დამთავრება მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ – „ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები გადამწყვეტ როლს ანიჭებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის, მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისა და ეკონომიკური ეფექტურობის შეფასების საკითხებს, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადების საფუძველია. XXI საუკუნეში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ყველაზე რეიტინგული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა მედიცინაში იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაწყებული პროფესიული გზა წარმატებული იქნება თითოეული კურსდამთავრებულისთვის“.

საზეიმო ღონისზიებაზე მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი, დეკანის მოადგილე, გარემოს ჯანმრთელობის და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე, გარემოს ჯანმრთელობის და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელძღვანელი რევაზ კვერენჩხილაძე, ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკის და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე, კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე, ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკის და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე, ჰიგიენისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი, კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი თამარ დარსანია.

ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის თითოეულ სტუდენტს და ვუსურვებთ წარმატებულ მომავალს!