2024 წლის 25 ივნისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა მეორესემესტრელ სტუდენტთა კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა: თემურ გოცაძემ, ელენე მჭედლიშვილმა, მარი ქამხაძემ, ნინო ღლიღვაშვილმა, თათია ქარქაშაძემ, ლიზი ჩხეიძემ, მარიამ მანაგაძემ, ნანა თოლორდავამ და ლიზი ლიპარიძემ.
სტუდენტების მიერ წარდგენილ იქნა სოციოლოგიური კვლევები ჯანმრთელობის აქტუალურ პრობლემებზე. ღონისძიება ტრადიციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს სტუდენტებში სამეცნირო-კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და საჯარო გამოსვლების ხელოვნების განვითარებას.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს და მათ სამეცნიერო ხელმძღვანელებს, ასისტენტ-პროფესორებს: ნინო ჯაფარიძესა და ლია გუმბარიძეს გადაეცათ სერტიფიკატები.