საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისა და თბილისის №23 საჯარო სკოლის ხელმძღვანელების პირველი სამუშაო შეხვედრა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისა და თბილისის №23 საჯარო სკოლის ხელმძღვანელების პირველი სამუშაო შეხვედრა

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის #23 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისა და საჯარო სკოლის ხელმძღვანელების პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო შეხვედრის მიზანი; ხაზი გაუსვა აღნიშნულ სკოლასა (სადაც გაძლიერებულად ისწავლება ფრანგული ენა) და ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას სკოლის მოსწავლეების სწორი პროფესიული ორიენტაციისთვის, რაც გულისხმობს „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის„ საბაკალავრო პროგრამის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლების სტრუქტურისა და თავისებურებების გაცნობას, რაც გაზრდის მათ მოტივაციას.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მაგდა ბარამიძემ წარმოადგინა ფაკულტეტისა და სკოლის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით დასახული ძირითადი აქტივობები. დაიგეგმა  სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრის გრაფიკი,  ერთობლივი კლუბის შექმნა სახელწოდებით „უსაფრთხო გარემო ჩვენი ჯანმრთელობისთვის“ (PAS). თსსუ-ის მაგისტრანტმა სანდრო კვერენჩხილაძემ წარმოადგინა კლუბის წესდების პროექტი, რომელიც დამტკიცდა. შემუშავდა კლუბის 2020/2021 სასწავლო წლის აქტივობების კალენდარი სხვადასხვა (პრაქტიკული, სამეცნიერო, ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო) მიმართულებით.