საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ჩატარდა ტრადიციული  კონფერენცია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ჩატარდა ტრადიციული კონფერენცია

2013 წლის 24 ივნისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ჩატარდა პირველკურსელთა ტრადიციული კონფერენცია "სოციოლოგიური კვლევის უნარ-ჩვევები".  კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და სამედიცინო სოციოლოგიის კურსის ავტორი და განმახორციელებელი, პროფესორი ირინე ზარნაძე. 

კონფერენცია გახსნა პროფესორმა ირინე ზარნაძემ, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვით  გამოვიდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 12 ნაშრომი, მათ შორის ორმა, რომელთა ავტორები  იყვნენ ვალიკო ბეგიაშვილი და ნინო გელაშვილი, ჟიურის  უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 

სტუდენტური კონფერენციის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და მოხდა ახალი სასწავლო მასალების პრეზენტაცია.