სემინარი “პირის ღრუს საიზოლაციო სისტემები და მათი გამოყენება პრაქტიკულ სტომატოლოგიაში”

სემინარი “პირის ღრუს საიზოლაციო სისტემები და მათი გამოყენება პრაქტიკულ სტომატოლოგიაში”

2014 წლის 18, 19, 22, 23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარდა სემინარი და მასტერ-კლასი თემაზე “პირის ღრუს საიზოლაციო სისტემები და მათი გამოყენება პრაქტიკულ სტომატოლოგიაში” (RaberDam, Opaldam, OptraDam). 

სემინარი და მასტერ-კლასი ჩაატარეს თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ და ამავე დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჭიპაშვილმა.

სემინარზე დეტალურად იქნა განხილული პირის ღრუს საიზოლაციო სისტემების გამოყენების ჩვენებები, მათი შემადგენელი კომპონენტები და თითოეული მათგანის დანიშნულება. საიზოლაციო სისტემათა პირის ღრუში გამოყენების კლინიკური უნარები ექიმებმა ინდივიდუალურ სამუშაო ადგილზე, წინასწარ მომზადებულ საფანტომო ოკლუდატორებზე გაიარეს.