თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში სიახლეა - იქმნება სტუდენტური კაპელა, რომელიც საგუნდო მუსიკით დაინტერესებულ სტუდენტებს გააერთიანებს.
სტუდენტური კაპელა გთავაზობთ მრავალფეროვან რეპერტუარს — კლასიკური საგუნდო კომპოზიციებიდან დაწყებული, თანამედროვე პოპ-მუსიკით დასრულებული.
კაპელა გახდება სივრცე, სადაც თსსუ-ის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ გუნდურ შემოქმედებით პროცესში, განავითარონ ვოკალური უნარები.
საგუნდო კაპელას უხელმძღვანელებს ახალგაზრდა დირიჟორი ნინი ცინცაძე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კულტურის ცენტრის დირექტორს, ბადრი მაჭავარიანს - 599 579 269