სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის (BLS) პროგრამის დანერგვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის (BLS) პროგრამის დანერგვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტმა შესაძლებელია უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნებაყოფილობით გაიაროს ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის მიერ სერტიფიცირებული პროგრამები, რომლებიც აპრობირებულია და დანერგილია მსოფლიოს 45 –ზე მეტ ქვეყანაში. ტრენინგები ჩატარდება საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო რეაგირების და მართვის სასწავლო ცენტრში უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ისე, რომ ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესის წარმოებას. აღნიშნული პროგრამების შესწავლის მსურველები შემდეგ მიიღებენ საერთაშორისო დონის პროვაიდერის სერტიფიკატს.
2012 წლის 24 მარტიდან სამედიცინო უნივერსიტეტში ტრენინგი დაიწყება გულის გადაუდებელი დახმარების (ECC) ტრენინგებში მსოფლიო ლიდერის, ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მიერ დამტკიცებული სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის (BLS) პროგრამით.

აღნიშნული ტრენინგები განამტკიცებს სამედიცინო პერსონალის ცოდნას, რათა ადრეულად და სწორად განახორციელოს გულ-ფილტვის რეანიმაცია, ავტომატური გარეგანი დეფიბრილაციის (AED) გამოყენება და სასუნთქი გზების ობსტრუქციის სწორი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და თითოეული ამ საფეხურის როლის გათავისება “სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვში”.

ECC პროგრამა ყოველ წელიწადს ამზადებს 4 მილიონ ადამიანს, 180 ათასი გამოცდილი ინსტრუქტორის მეშვეობით.

სტუდენტების გარდა, ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია დაინტერესებული აუდიტორიისათვის: ჰოსპიტლების ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, ექთნები, გადაუდებელი დახმარების სამსახურის პერსონალი, ექიმის ასისტენტები, სხვადასხვა სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები, სამაშველო სამსახურის პერსონალი და პარასამედიცინო პროფილის კონტინგენტი.

სამომავლოდ გეგმაშია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარების (ECLS) და ტრავმის პრეჰოსპიტალური მართვის (PHTLS) პროგრამების სწავლების დანერგვა.