სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია

2022 წლის 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მიაწოდეს ინფორმაცია ცენტრის ბაზაზე მიმდინარე  სასწავლო  პროგრამების შესახებ:

,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი-პარამედიკოსის სპეციალიზაციის კურსი“; 

“მოტო ტრანსპორტით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი“.

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სტუმრები წარუდგინა კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ დიაკონიძემ.

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაცისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო სატრენინგო ცენტრში პარამედიკოსთა მომზადება 2017 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში გადამზადდა და დასაქმდა 128 პარამედიკოსი.  პროგრამის  მიზანი პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება  გახლავთ.

,,ბევრი მოტივირებული ახალგაზრდის ჩართვა აღნიშნულ პროექტში გაზრდის ცენტრის მომსახურების ხარისხს და ახალგაზრდებს მისცემს დასაქმების და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას. დიპლომირებულ მედიკოსს პარამედიკოსად მუშაობა მისცემს პრაქტიკულ გამოცდილებას, შემდეგ უნარებში:  ეკიპაჟის მართვა, მდგომარეობის სწრაფი შეფასება, დიაგნოსტირება, პირველადი სამედიცინო დახმარება, სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოება, საჭიროების შემთხვევაში დროული ჰოსპიტალიზება, სამედიცინო  აპარატურასთან და აღჭურვილობასთან მუშაობა“ - განაცხადა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაცისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო სატრენინგო ცენტრის  უფროსმა ქალბატონმა ეკა გოლიაძემ.  

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და აუდიტორიის შეკითხვებს პასუხობდნენ:  სასწავლო სატრენინგო ცენტრის ინსტრუქტორი, ექიმი კარდიოლოგი გიორგი ჩიჩუა და სასწავლო სატრენინგო ცენტრის ინსტრუქტორი, პარამედიკოსი გიორგი ტატულაშვილი.

ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით.