„სისხლის უანგარო დონაცია“

„სისხლის უანგარო დონაცია“

2012 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსში (ვაჟა–ფშაველას გამზ. N.29), უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, „სისხლის ბანკისა“ და არასამთავრებო ორგანიზაცია „დონორთა კლუბის“ ინიციატივით ჩატარდა სისხლის უანგარო დონაცია. აქციაში თსსუ–ის 34 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანია სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაცია საქართველოში.