სისხლის უანგარო დონაციის აქცია

სისხლის უანგარო დონაციის აქცია

 

2017 წლის 17 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  სლოგანით - „გაიღე სისხლი –  გადაარჩინე სიცოცხლე“   სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.

აქციის ინიციატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის  სისხლის ბანკი.

აქცია საქართველოში სისხლის უანგარო დონაციის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

სისხლის უანგარო დონაციის აქცია სამედიცინო უნივერსიტეტში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელიწადში რამდენჯერმე იმართება. სტუდენტები მსგავს აქციებში მონაწილეობას და დაავადებული პაციენტების  დახმარებას მომავალშიც  გააგრძელებენ.