,,სიყვარულის სახელით ამღერებული ლექსები”

,,სიყვარულის სახელით ამღერებული ლექსები”

2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა დეკანოზ თავმას ჩოხელისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლის, პოპულარული სიმღერების ავტორის, მომღერალ დავით არჩვაძის შემოქმედებითი საღამო ,,სიყვარულის სახელით ამღერებული ლექსები”. საღამო ეძღვნებოდა დეკანოზ თავმას ჩოხელის  50 წლის იუბილეს. ცნობილია, რომ მას სულ 70 ლექსი აქვს დაწერილი და აქედან 57-ზე სიმღერაა შექმნილი, მათ შორის 25 სიმღერის ავტორი დავით არჩვაძეა. ეს შემოქმედებითი ერთობა დაედო საფუძვლად კონცერტს, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა.

კონცერტის დაწყებამდე აუდიტორიას მიმართა დავით არჩვაძემ და მადლიერებით აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამსახურება ამ საღამოს ხორცშესხმის საქმეში; ასევე, მან მსმენელებს აუწყა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განახლებულ დარბაზში კონცერტის გამართვა დიდი პატივია და მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმება ამ სივრცეში.

საღამოზე დავით არჩვაძემ  შეასრულა დეკანოზ თავმას ჩოხელის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. მსმენელთა წინაშე გამოვიდნენ: დავით არჩვაძის მუსიკალური სტუდიის აღსაზრდელები, მისივე გუნდი „მოძახილი“, ნანული აბესაძე , ივა ჭყონია, გია ნიკოლაძე, ანსამბლი „ალილო“. საღამო მიჰყავდა ქალბატონ იზა ვეფხვაძეს.