სკოლა-სემინარი - საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამედიცინო უმაღლეს განათლებაში

სკოლა-სემინარი - საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამედიცინო უმაღლეს განათლებაში

2018 წლის 28-29 სექტემბერს, ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მეცნიერების სახელმწიფო კომიტეტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ჩართულობით. ქალაქ წახკაძორში (სომხეთი)  ჩატარდა  ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლა-სემინარი - „ საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამედიცინო უმაღლეს განათლებაში“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან სკოლა-სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა ზარნაძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე. ღონისძიებაზე თსსუ-ის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი იქნა მოხსენება  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების  შესახებ.