სკრენტონის უნივერსიტეტთან (აშშ) ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა

სკრენტონის უნივერსიტეტთან (აშშ) ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა

2012 წლის 4-12 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯონ სანკო. შეხვედრისას, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ და პროფესორმა სანკომ განიხილეს კოლაბორაციის პერსპექტივები.

სასიხარულოა, რომ პროფესორი სანკო შეერთებულ შტატებში დაბრუნებისთანავე შეუდგა ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო გზების ძიებას, რაც წერილობითი სახით დააადასტურა:

„მადლობას მოგახსენებთ უაღრესად თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ამერიკაში დაბრუნებისთანავე შევუდექი მუშაობას ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის საკითხზე. ამ საქმეში ხელშეწყობისთვის დაგეგმილი მაქვს ვიზიტი სენატორ რობერტ ქეისისთან, რომელიც გახლავთ შეერთებული შტატების სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. ვისურვებდი,უახლოეს პერიოდში თქვენი წარმომადენელები ორიოდ კვირით მენახა ჩვენს უნივერსიტეტში, ხოლო ჩვენი პროფესორები კი - თქვენთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. თქვენ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე ბრწყინვალე პროფესურა და სტუდენტები გყავთ. მე დიდი სიამოვნება მივიღე მათთან მუშაობის პროცესში.

საუკეთესო სურვილებით,
ჯონ სანკო“