„სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“ ტრადიციული კონფერენცია

„სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“ ტრადიციული კონფერენცია

2014 წლის 27 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა  საქართველოს „სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“   ტრადიციული სამეცნიერო – პრაქტიკული  კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას წლიური ანგარიში გააცნო  „სოციალური პედიატრიის  დაცვის ფონდის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა  გიორგი  ჩახუნაშვილმა.

   ფონდისა და „ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის საბჭოს“  გადაწყვეტილებით  სიგელები   გადაეცათ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ბატონ ელგუჯა ყიფიანს (დაბადებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად),   საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიას (დაარსების 20 წლისთავის აღსანიშნავად), ფარმაცევტულ კომპანია „ავერსს“ (დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად)  და მის დამფუძნებელს,  ბატონ პაატა  კურტანიძეს (50 წლის იუბილესთან დაკავშირებით).

 მადლიერების გრძნობით მოიგონეს  გარდაცვილი კოლეგები: „სოციალური პედიატრიის ფონდის დამფუძნებელი, ბატონი ვიქტორ მოროშკინი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტის გივი ჟვანაიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი–ოტორინოლარინგოლოგი იოსებ (ბიჭი) მაჭავარიანი და საქართველოს სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თსსუ–ის პროფესორი, ბატონი გურამ დავითაია.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა წაიკითხეს საინტერესო მოხსენებები მედიცინის სხვადასხვა  აქტუალურ საკითხზე.