სპექტაკლი „თორმეტი განრისხებული ნაფიცი მსაჯული“

სპექტაკლი „თორმეტი განრისხებული ნაფიცი მსაჯული“

2022  წლის 14  და 17 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრმა „ჰიგიამ“ რეჯინალდ როუზის  პიესის მიხედვით შექმნილი სპეკტაკლი  „თორმეტი განრისხებული ნაფიცი მსაჯული“ წარადგინა.

პიესა  სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრ ,,ჰიგიას“  დამაარსებელმა - ნათია გუჯაბიძემ გააცოცხლა. 

სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი 2001 წელს დაარსდა და ამ ორი ათეული წლის განმავლობაში  საკუთარი ხელწერისა და დახვეწილი პროფესიონალური თვისებების შეძენა მოახერხა. მისი ისტორია მრავალ წარმატებულ სპექტაკლს ითვლის. უკანასკნელმა პრემიერამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მსახიობები – თსსუ–ის სტუდენტები: ელენე შაფათავა, ქეთევან ნოზაძე, ინა ნიქაბაძე, გიორგი თაბაგარი, თაკო ხორავა, თაკო ბოგველი, მარიამ ბეჟანიძე, სოფიო ცინცაძე, ანანო სიდამონიძე, ვახო კიკნაძე, გიორგი სანიკიძე, სებია, ფეფე გოგნაძე, ლიკა უზუნაშვილი, გიორგი ბრეგაძე, სალი ხუტაშვილი, მარიკა კვარაცხელია, ნინო სუთიაშვილი, ნატა სურმავა, ანა ავეტისიანი სამსახიობო ოსტატობით არ ჩამოუვარდებიან  პროფესიონალ მსახიობებს.

ტრადიციულად სპექტაკლმა მაყურებლის დიდი  მოწონება დაიმსახურა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თეატრ „ჰიგიას“ კიდევ ერთ წარმატებულ პრემიერას და მისგან მომავალშიც არაერთ საინტერესო სპექტაკლს ელის.